top of page
LINEAR

Name:

LINEAR

Total Area:

 110 კვ.მ

Location:

თბილისი, საქართველო

Year:

2022

სახელი: 

LINEAR

ფართობი: 

 110 კვ.მ

ადგილმდებარეობა:

თბილისი, საქართველო

წელი: 

2022

"კომფორტი საბაზისოა. განტვირთვა და პრაქტიკულობა კი ის, რაც თანამედროვე ადამიანს მის შესაქმნელად სჭირდება.

პროექტი LINEAR სწორედ ამ პრინციპულ საჭიროებებს პასუხობს და მინიმალიზმს სამ ძირითად დეტალზე აგებს: სუფთა ხაზები. მინიმალური დეკორი. სადა ფერთა პალიტრა. ბინაში ყველა ზედაპირი გლუვია და არცერთი მასალა არაა გამოკვეთილი, რაც ბინის საერთო ხასიათს კიდევ უფრო ჰაეროვანს ხდის. კედელში ჩასმული ალუმინის ზოლები განათებებით კი, ამ სიმსუბუქეს მეტ დინამიურობას ანიჭებს.

ბინის მცირე კვადრატულობამ წინააღმდეგობის მაგივრად, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვცა იმისთვის, რომ სივრცე პრაქტიკულად აგვეთვისებინა. სასადილო ზონასა და სამზარეულოს შორის არსებულმა პატარა კუნძულმა შეასრულა როგორც ტიხრის, ისე სათავსოების ფუნქცია. ხოლო ორი პასტელური ფერის - ღია და შედარებით მუქი კაკაოსფერის გადათამაშებით და ფორმების სწორხაზოვნებით საინტერესო დიზაინი სივრცის გადატვირთვის გარეშე შეიქმნა.

მაგრამ სრულყოფილების აღქმას კონტრასტი სჭირდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, ბინაში მწვანე ფერი შემოვიტანეთ: მცენარეებს და მწვანე დივანს გონება ასოციაციურად ბუნების საწყისებთან მიჰყავს, შესაბამისად, გარემოში ჰარმონია და სიმშვიდე შემოაქვს.

პროექტი LINEAR მაცხოვრებლის საბაზისო მოთხოვნილებები დახვეწილ და პრაქტიკულ დიზაინში გადმოაქვს და ქმნის სივრცეს, სადაც დატვირთული დღის შემდეგ შესვლისას სიმსუბუქეს იგრძნობ.
"

აღმოაჩინე მეტი

SKYLINE

SKYLINE

ვილა, რომლის დიდი ვიტრაჟებიდან შავი ზღვის და ბათუმის პანორამული ხედები იშლება, ხაზს უსვამს სახლის მასშტაბურობას, ხოლო ინტერიერის დეტალებში გამოყენებული ბორდოსფერი და ღრმა მწვანე, კიდევ უფრო მეტ დახვეწილობას სძენს მას

CARAMEL

CARAMEL

სწორი დაგეგმარებით და ფუნქციური ავეჯით, ეს ბინა ამტკიცებს, რომ მინიმალისტური დიზაინი არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ ის ცხოვრებას უფრო ადვილს და სასიამოვნოს ხდის

იდეათა სამყაროდან - რეალურ სივრცეებამდე

ჩვენი დიზაინ სტუდიო წარმოსახულ იდეებს რეალობაში აცოცხლებს

ჩვენ დაგეხმარებით იცხოვრო კომფორტულ და გემოვნებიან სამყაროში, რომელიც ამასთანავე, შენს ინდივიდუალობას ასახავს

დიზაინ ინსპირაციის მისაღებად გამოგვიწერე

მადლობა გამოწერისთვის

© 2023 All Rights Reserved.

  • Instagram Icon
  • Facebook social icon
  • LinkedIn social icon
bottom of page