top of page
CARAMEL

Name:

CARAMEL

Total Area:

50 კვ.მ

Location:

თბილისი, საქართველო

Year:

2025

სახელი: 

CARAMEL

ფართობი: 

50 კვ.მ

ადგილმდებარეობა:

თბილისი, საქართველო

წელი: 

2025

ბინა თბილისში, ფერთა თბილი პალიტრით, რომელშიც ყველა დეტალი პრაქტიკული გამოყენებისთვის არის გათვლილი ისე, რომ მინიმალისტურ დიზაინს არ ტვირთავს. ბინის მთავარი ხიბლი მის უბრალოებასა და მინიმალიზმშია, თუმცა, ინტერიერში გვხვდება საინტერესო დეტალები. ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი მცირე დეტალები ქმნის დიზაინს.

დამკვეთის სურვილი იყო ჰქონოდა ბინა, რომელშიც ის დაისვენებდა, იმუშავებდა, მიიღებდა მეგობრებს და ეს ყველაფერი მოგვეწყო ვიზუალური გადატვირთვის ან კონტრასტების გარეშე. პროექტზე მუშაობის შედეგად მივიღეთ ქვიშის და კარამელის ტონებით შესრულებული მშვიდი, დაბალანსებული სივრცე.

მრგვალი მაგიდა, რომელიც სამზარეულოს სივრცეშია, გაშლადია და ხდება საკმაოდ ტევადი, როდესაც ამის საჭიროებაა, ყოველდღიურობაში კი მცირე ადგილს იკავებს. დამკვეთის სურვილით დიზაინში თითქმის არ გვხვდება ღია ტიპის თაროები, ეს არა მხოლოდ სივრცის მინიმალისტური ეფექტისთვის არის, არამედ პრაქტიკულობის თვალსაზრისიტაც პასუხობს ბინის კონცეფციას.

სწორი დაგეგმარებით და ფუნქციური ავეჯით, ეს ბინა ამტკიცებს, რომ მინიმალისტური დიზაინი არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ ის ცხოვრებას უფრო ადვილს და სასიამოვნოს ხდის.

აღმოაჩინე მეტი

VIBRANT DREAM

VIBRANT DREAM

მკვეთრი შთაბეჭდილებებისა და დახვეწილობის შორის ზომიერების დაცვით, სიდიდის მიუხედავად, სივრცე არა გაფანტული, არამედ მსუყე და შეკრულია, რაც საბოლოოდ, მაცხოვრებლების ახდენილი ოცნება ხდება — დიდი, მყუდრო სახლი — ფერადი, სახასიათო დეტალებით.

LA FAMILIA

LA FAMILIA

La Familia-ს თანამედროვე მინიმალიზმში შემოაქვს მრავალფეროვნება და ახერხებს, რომ ერთდროულად იყოს მყუდრო და საინტერესო ბინის ყველა მაცხოვრებლისთვის.

იდეათა სამყაროდან - რეალურ სივრცეებამდე

ჩვენი დიზაინ სტუდიო წარმოსახულ იდეებს რეალობაში აცოცხლებს

ჩვენ დაგეხმარებით იცხოვრო კომფორტულ და გემოვნებიან სამყაროში, რომელიც ამასთანავე, შენს ინდივიდუალობას ასახავს

დიზაინ ინსპირაციის მისაღებად გამოგვიწერე

მადლობა გამოწერისთვის

© 2023 All Rights Reserved.

  • Instagram Icon
  • Facebook social icon
  • LinkedIn social icon
bottom of page